დარწმუნებული ვარ, სამინისტროს და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს გვამოძრავებს ერთი მიზანი და ინტერესი, ქვეყანას ჰქონდეს სახელმწიფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, სამეცნიერო საქმიანობის რეგიონული ჰაბი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი იამაყებს, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მთავრობის გაცვლითი პროგრამა Government Exchange Program-ის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ეწვია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და იმერეთში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხუთი პირი დააკავეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია შემდეგი საავტომობილო გზის მონაკვეთებზე.
ინტენსიური თოვის გამო, დილიდან თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტრო სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებლების წარმატებულ 100-150 სტუდენტს 2-3 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლისა და საცხოვრებელ ხარჯებს დაუფინანსებს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება, არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, საჭირო მედიკამენტების შეძენას დაახლოებით 50 მლნ ლარის დანაზოგით ახერხებს.
„სადახლოზე“ 42 ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.