საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს. შესაბამის ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს, – ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიაში აქტიურად ვრცელდება.
ფონდი „ქართუ“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხაშური-ახალციხე-ვალეს, ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის გზების მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ შეკითხვებს პირადად უპასუხოს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად მივესალმოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრს. ასე რომ, მუშაობა უნდა დაჩქარდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
გლდანში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხზადეს.
ბალანჩინის ქუჩაზე ხანძარია, როგორც საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმმა" გაარკვია, ცეცხლი ავტონაწილების მაღაზიას გაუჩნდა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.