ტრადიციას საფუძველი ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა ჩაუყარა.
რეაბილიტაციის დასრულებამდე, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 19 იანვარს ამინდი ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით იქნება განპირობებული.
ინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა მხოლოდ 70%-ით ფინანსდება და მოქალაქეს 30%-იანი თანადაფინანსების გადახდა უწევს, არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება ტერიტორიის განათების განახლებული სისტემა. ჩვენი მიზანია, რომ ქუთაისის აეროპორტი სრულად პასუხობდეს მომსახურების საუკეთესო საერთაშორისო მოთხოვნებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით 500 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი და წყალარინების სისტემა მოეწყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით საქართველო ახალ, უმნიშვნელოვანეს ფაზაში გადავიდა და შემდეგი მიზანია წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა.
20 იანვარს 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „შავი ლომი“ ფრანგულ კლუბს „კლერმონს“ დაუპირისპირდება. მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ შავ ლომს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს.
შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსების მართვის, ასევე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით ქვეყნის მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე. ოთარ შამუგიამ ფინურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.