“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.
ამ დროისთვის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
ახალგაზრდები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს! კი ევროპას”.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად პარლამენტთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან მივიდნენ.