საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მომუშავე ევროპის წამყვან მკვლევარებს და ადგილობრივი კვლევითი ცენტრების ექსპერტებს უმასპინძლა.
ბოლო დროს ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა არაერთი ცრუ ინფორმაცია ირანის მოქალაქეებისათვის საქართველოში ცხოვრების უფლების მიცემის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომების შესახებ,– ამის შესახებ ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროსთან დავიწყეთ მუშაობა, საავადმყოფოების ხარისხის ინდიკატორების განსაზღვრის მიმართულებით - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.
შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა 3765 ინსპექტირება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს.
გვინდა, ვიხილოთ საქართველოს სწორი მიმართულებით სვლა მეტი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულუფლებიანი წევრობისკენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა.
20 თებერვალს, ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მოლდოვას, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი, რეგულარული ფრენა შეასრულა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.