ტელეგრამ არხებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რამდენიმე სკოლაში ნაღმის სავარაუდო არსებობასთან დაკავშირებით, სკოლებში უსაფრთხოების თვალსაზრისით, პროტოკოლით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.
"ვინაიდან გავრცელდა ინფომაცია ტელეგრამ არხებში, უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო ზომები და ამ წუთებში მიმდინარეობს საჯარო სკოლებში პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები. ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს ნაპოვნია ნაღმი, ან რაიმე სახის იარაღი არის სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება, " - განუცხადეს "ბიზნესთაიმს" პრესასმსახურში.