სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს. დაკარგული ახალგაზრდები ოჯახის წევრებს დაეკონტაქტნენ.
ისინი ცოცხალი და უვნებლები არიან.
სვანეთში დაკარგულების ნათესავი, ანი წერედიანი ავრცელებს ცნობას, რომ მიაკვლიეს ახალგაზრდების ადგილსამყოფელს და ორივე ბიჭი ცოცხალია.
"ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია" - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი.
გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ადგილობრივებმა ბოლოს კვირას, 21 ივლისს, ნახეს. ისინი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნიდან, სადაც ბოლოს შენიშნეს, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე უნდა ჩასულიყვნენ ტყით.