„მადლობა ბიჭებს“ – სამგზავრო მატარებლების ფანჯრები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოებით დაიბრენდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათიოვე ცნობით, კომპანია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის.
როგორც საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრენდირებული მატარებლები ბათუმის რეისებზე მთელი სეზონის განმავლობაში
იმოძრავებენ.