პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევით ვერავინ დასჯის - ამის შესახებ კობახიძემ ბათუმში, ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით დასჯის საფუძველი არ აქვს, ერთმანეთისთვის სასარგებლო ურთიერთობას ასე ვერ მოვახერხებთ, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 78-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ჩემს ანგარიშში ძირითადი აქცენტი გაკეთდება 8 თებერვლიდან ივნისის ბოლომდე არსებულ პერიოდზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში პრემიერის ანგარიშის წარდგენის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ჩვენი ქვეყანა იქნება სტაბილური და შევინარჩუნებთ მშვიდობას. ძალიან ბევრ არაკეთილმოსურნეს აქვს ინტერესი, რომ ამ ქვეყანაში დაირღვეს ჯერ სიმშვიდე და მერე მშვიდობა, თუმცა ამის საშუალებას ჩვენ ბუნებრივია, არავის მივცემთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში, როგორც ძირითად კანონში, ისე შრომის კოდექსში 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დაწესდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ კანონების პაკეტი დააინიცირა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2023 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა.