„ჯივიპის“ გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა და აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ მონაწილეობა მიიღეს „ეკონომიკური ფორუმის“ მეთხუთმეტე დისკუსიაში, რომელიც წყალმომარაგების სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ეხებოდა.
5 ივლისს თიბისის ორგანიზებით, გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი.
ვაშინგტონში დღეს ნატო-ს სამდღიანი სამიტი იწყება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, სამიტზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ნატო-ს ყველაზე გადაუდებელი ამოცანა იქნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე „ქართული კუთხეების ფესტივალი 2024-ის” გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს იწყება. 2024-2025 სასწავლო წლისთვის რეგისტრაციის პორტალი 10:00 საათიდან გაიხსნება და 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ამერიკელი პარტნიორების მიმართ წარმოთქმული ბრალდებების შედეგად საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე გაყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის პროფკავშირების გენერალურ მდივან ესტერ ლინჩსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) თანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ,,112”-ის სასწავლო ცენტრის მიერ ეფექტური კომუნიკაციების მომსახურების სფეროში ტრენინგების ციკლი ჩაუტარდათ.
78 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.