17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 50,6-ია. რიცხვებში ეს მაჩვენებლი 1 768 816 შეადგენს.
წინა საპარლამენტო არჩევნებზე, 2020 წელს იგივე დროს საკუთარი არჩევანი 1 607 530 ამომრჩეველს ჰქონდა დაფიქსირებული, რაც საერთო მონაცემის 45,77 იყო. 2012 წელს, 17:00 საათზე უკვე 1 916 395 ამომრჩეველს ჰქონდა დაფიქსირებული ხმა, რაც საერთო მონაცემის 53,03%-ს შეადგენდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. უბნების უმრავლესობაში კენჭისყრა ელექტრონული აპარატების მეშვეობით მიმდინარეობს, რაც იძლევა საშუალებას, ხმები უფრო სწრაფად დაითვალოს.
ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.