ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების მაგისტრალურ და გამანაწილებელ ქსელებს სრულად აახლებს.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60 პროცენტამდე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საზეიმო ღონისძიების დასრულებისთანავე სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილებოდა თითქოსდა, ბუდუ ზივივაძეს დიმა ობოლაძემ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“, ივლისში, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
ივნისის თვის ორი კვირის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - "სარფი“, და "სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ ეჭვის საფუძველზე, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 375,91 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქაღალდის პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის პენსიების და სხვა სოციალური შემწეობის მიღება მომდენო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 1-2 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
დღეიდან ძველი ტიპის (ლამინირებული, ე.წ. ჩიპის გარეშე) პირადობის მოწმობები უქმდება. 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების ID ბარათებით უსასყიდლოდ ჩანაცვლება იუსტიციის სამინისტრომ 15 მარტიდან დაიწყო.