"სირცხვილია, სირცხვილია და ძალიან ამორალურია ეთნიკური უმცირესობების გამოყენება არჩევნების გასაყალბებლად", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
ამასთან, პრეზიდენტი Facebook-ზე წერს, რომ საარჩევნო უბნებიდან "ძველი ბიჭები" პოლიციამ უნდა გაიყვანოს.
"პოლიციამ უნდა დააშოროს ძველი ბიჭების და ნარკომანების ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო უბნებიდან … მეტი რეაგირება და დროული რეაგირება გევალებათ", - წერს სალომე ზურაბიშვილი.