ტელეკომპანია "ფორმულა" აქვეყნებს სამხრეთ კორეაში საქართველოს ერთადერთი, სეულის საარჩევნო უბნის არჩევნების შედეგების ოქმს ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სულ 53-მა მოქალაქემ, საიდანაც "ქართულ ოცნებას" 2 ხმა ხვდა წილად, ოპოზიციას კი - 51 ხმა.
ოქმის თანახმად, შედეგები ასე ნაწილდება:
კოალიცია ცვლილებებისთვის - 18 ხმა;
ძლიერი საქართველო - 15 ხმა;
გახარია საქართველოსთვის - 9 ხმა;
გირჩი - 4 ხმა;
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა - 2 ხმა;
ქართული ოცნება - 2 ხმა;
ევროპელი დემოკრატები - 1 ხმა;
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1 ხმა.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა კი 95 910-ია.