რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა დაასრულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა.
პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
დასავლეთი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე, რუსეთი კი არ აპირებს ამ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით ზამთრის სეზონზე ფრენები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ეს არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კასპში, დიალიზის სერვისი ამოქმედდა, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარებს ემსახურება.
17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.