სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვა სრულად გასცდა შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და სრულად ძალადობრივი გახდა, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ეხმაურება აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას.
საქართველო დატყვევებულია ოლიგარქიული, კრემლის მომხრე ძალების მიერ, რომლებიც ცდილობენ დათრგუნონ ქართველი ხალხის ნება და გადაუხვიონ ევროპულ გზას, - ამის შესახებ ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ეხმაურება,
ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე გადადგა - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა გაავრცელა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან, 186-მდე გაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციაზე მყოფი პირების ნაწილის ქმედებები, აქციის დაწყებიდან მალევე, ძალადობრივი გახდა.
დიდად ვწუხვართ, რომ მიუხედავად ეკლესიის მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაცია 30 ნოემბერსაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა - შექნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.