საქართველო აღარაა დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება, ეს არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟუნალისტებს განუცხადა.
ვფიქრობ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. მოვისმინეთ ბატონი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრაციით მომავალი 4 წლის განმავლობაში- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული.
პარლამენტის შენობაში დღეიდან, 29 ნოემბრიდან გაუქმებამდე, უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.
სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
„ქართული ოცნება“ დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას - პროცესის შეჩერება საქართველოს მხრიდან იძლევა უკიდურესად ნეგატიურ სიგნალს ქვეყნის სტრატეგიის თვისობრივი ცვლილების თაობაზე, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსლეში წერს და ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
საპოლიციო ძალები პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დაშლა დაიწყეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ემიჯნებიან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები.
ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის კვლავ დაპირისპირება. აქციაზე მყოფი პირები პოლიციამ სავარაუდოდ რამდენიმე მოქალაქეც დააკავა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმთან მივიდა.