საქართველოში „ნაცმაიდანი“ არასდროს შემდგარა და არც არასდროს შედგება - ვხედავთ, რომ იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა და უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, არსებობს წინასწარ გაწერილი რევოლუციის გაწერილი გეგმა.
„საქართველოში „ნაცმაიდანი" არასდროს შემდგარა და არც არასდროს შედგება, ეს ყველაფერი გამოჩნდა წელს, გაზაფხულის მოვლენების დროსა და ამ დღეებშიც. ვხედავთ, რომ იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა, უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში, სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ვიღაც-ვიღაცებს გამჭვირვალობით შესახებ“ კანონის მიღება, რომ ბუნდოვანი ფორმით ყოფილიყო რევოლუციური სცენარები დაფინანსებული, ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში 3 რევოლუციური პროცესი ვიხილეთ, უცხოური დაფინანსებით.
ეს ჩვენი ქვეყნის მიმართ სწორი დამოკიდებულება არ არის, ჩვენ ღირსეული ქვეყანა ვართ, ჩვენ საკუთარი დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტით ვამაყობთ და არა თქმა უნდა, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ჩვენ ბოლომდე გავუფრთხილდებით, არავის არ მივცემთ უცხოური ჩარევით ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შერყევის შესაძლებლობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.