ჩვენ ტექნიკურად გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს დაახლოებით ერთ თვეში და აქედანვე შეუძლია, დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი, უკვე დეკემბრიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას უმასპინძლა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ახალგაზრდები იმსახურებენ, რომ შესაძლებლობები საქართველოში ჰქონდეთ და უკეთეს ცხოვრებას სხვაგან არ ეძებდნენ. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდა.
ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან შემდეგ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა.
ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომწყინდა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მე ვფიქრობ, რომ შანტაჟმა არ იმუშავა, პირიქით - მე რასაც ვუყურებ და რეგიონებში დავდივარ, მობილიზებაა უფრო დიდი, საზოგადოებაა გათვითცნობიერებული , - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.