ერი და ბერი, ერთად ვდგავართ გელათის სიწმინდისათვის ვინაიდან ჩვენ ვაცნობიერებთ ამ მატერიალური ძეგლის უწმინდეს სულიერ იდეას, – ამის შესახებ ღარიბაშვილმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ გაკვირვებულია იმ რეაქციით, რომელიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მოჰყვა.
ქართველ ხალხს ვუსურვებ, იყვნენ ჩვენთან და ყველა სხვა ევროპელ ერებთან ერთად , – ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ ოზურგეთში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“.
მინდა, მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და საქართველოს მოსახლეობას თქვენი ქვეყნისთვის გამორჩეული დღე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, - ამის შესახებ მერე ჩარლზ III-ის მისალოც წერილშია აღნიშნული.
თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ადღეს თქვენი აქ დგომა იმის ნიშანია, რომ ჩვენს არცერთ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია - ჩვენი ჯარი სახელმწიფოს გამძლეობისა და მედეგობის უტყუარი ნიშანია, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წვევამდელებს.
26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თავისუფლების მოედანზე წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. თბილისის გარდა რეკრუტებმა ფიცი კიდევ 10 ქალაქში დადეს.