საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს დღეს, 19:00 საათზე გააცნობს.
„19:00 სრული მობილიზება მელიქიშვილზე და შემდგომ საინტერესო ნაბიჯსაც გაგაცნობთ”, - წერს გიორგი ვაშაძე.
ოპოზიციონერი ლიდერები საზოგადოებას მელიქიშვილის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
„საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2024 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 42.9 პროცენტით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ შსს-მ მელიქიშვილზე აქციის მონაწილეების დაკავება როდესაც დაიწყო, აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და შეკრების თავისუფლების სტანდარტებში ჯდებოდა.
ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის კვეთაზე მიმდინარე აქციაზე 16 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს,-ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ქართული სტარტაპის Roamingo-ს სტენდი განთავსდა, რომელიც უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს.
ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მთავარია, იყოს კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC) ეხმიანება 19 ნოემბერს, გამთენიისას, საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლას ჭავჭავაძის გამზირზე და მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა აბსოლუტურად არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი შეკრების დასაშლელად.
აქციის მონაწილეებს განემარტათ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მას შემდეგ, რაც არ გაითვალისწინეს გაფრთხილება, ქუჩა პროპორციული ძალის გამოყენებით გახსნა, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.
მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული პირებიდან რამდენიმე გაათავისუფლეს.