დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო არ უერთდება სანქციებს, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის მიზანშეწონილობა კი მას შემდეგ დადგება დღის წესრიგში, რაც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.
მიმაჩნია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ალბათ გამოწვევებით აღსავსე დროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი 31 მაისს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თიბისის ციფრული ბანკის თამაშის პირველი კვირა დასრულდა და უკვე გამოვლინდა 125 გამარჯვებული, რომელიც Tbilisi Open Air-ის 3-დღიანი აბონემენტით დასაჩუქრდა.
მთავრობამ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა.
საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცახდებაში.
ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ ჯო ბაიდენის წერილშია ნათქვამი.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ არასერიოზული და მანიპულატორული უწოდა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ქართული მხარე მართავდა რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღდგენის საკითხებზე.
პრეზიდენტთან დაკავშირებით არ მინდა, პოლემიკაში შევიდე, პრეზიდენტის ინსტიტუტსაც ვუფრთხილდები - კალაძე
დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის ტრიბუნას გამოიყენებს იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსის მისაღებად ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ისეთი, როგორიც გვინდა, რომ იყოს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.