გლობალური ომის პარტია რუსეთია, რუსული იმპერიალიზმია , - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე - „ჩვენ ვართ ევროპა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველო გვიანი არ არის, გვიანი არასდროს არ არის , - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ერიკ ოტოსონმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
იბრძოლეთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშირსა და ნატოში და გახსოვდეთ, არ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ორბანისეული გზა! - არ არსებობს რუსული ოცნება, არსებობს ევროპული ოცნება და თქვენ ამ ევროპის ნაწილი ხართ!, - ასე მიმართა ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. პროექტში კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
მმართველი პარტიას სურს, ჩვენს ნდობას ძირი გამოუთხაროს, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციას შორის შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როცა ვფიქრობ, სად ვიყავით და დღეს სად ვართ, ძალიან მტკივა გული. დაკარგული შანსი სადღაცაა და ჩვენი მოსაპოვებელია ჩვენს მეგობრებთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება.
ოპოზიცია ისე იყო, საერთოდ პულსი არ ესინჯებოდა, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
სამი კოალიციის: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", „ძლიერი საქართველოსა“ და „ცვლილებებისთვის“ ლიდერები მხარდაჭერებთან ერთად გმირთა მოედანზე მივიდნენ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტის განხორციელება იწყება.