112-ის საშუალებით მრავალი შეტყობინებაა შემოსული - ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას. ეს გზა ორი დღის განმავლობაში იყო პარალიზებული. ხალხი სამსახურში ვერ მიდიოდა, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, კახა ბუხრაძემ განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ დაიწყო პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა.
მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულთა შორის ერთ-ერთი „მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძეა.
მელიქიშვილის გამზირზე, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა დაკმაყოფილდეს , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩვენ ყველას გვინდა ერთი რამ, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს და ამას ძალისხმევა დასჭირდება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
საზოგადოებამ ცხადია, მისი შეუგუებლობა და მისი პროტესტი უნდა გააგრძელოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, აზერბაიჯანში, ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. მიხეილ სარჯველაძემ, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
EU მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს, თუმცა შეშფოთებულია მთავრობის ქმედებებით - ევროკავშირის საბჭო
ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ თეიმურ მუსაევს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა ბაქოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.