რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ორივე გარდაცვლილი მამაკაცია.
სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენების მიხედვით, საგარეო პოლიტიკაში საქართველო აგრძელებს მრავალვექტორულ თანამშრომლობასა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი 2 ივნისს ოფიციალურად ამოქმედდება.
აშშ-ის საელჩო ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელიც საქართველოში ვიზიტის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებს შეეხება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო მუშაობას შეუდგა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა №124-ში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.
ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე 6-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი სამგზავრო რეისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შესრულდა.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მხარდაჭერას უცხადებს.