4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი რეალური სასჯელია, ხოლო 3 წელი პირობითი.
ასევე, საპროცესო შეთანხმება დადო პროკურატურასთან ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმაც. შეთანხმების მიხედვით, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და 3 წლის, 3 თვისა და 2 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 3 წელი პირობითი სასჯელია.
პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.