ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურის პერიოდში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს და შესაბამის რეკომენდაციებს ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფშაველი–აბანო–ომალოს 72-კილომეტრიან გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მასშტაბურ პროექტს აქტიურად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს გზის 49.18-კილომეტრიან მონაკვეთზე, რაც თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის მნიშვნელოვანი ნაწილის განახლებას ითვალისწინებს.
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებულ მოდელად აღიარა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.
აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ მიხეილ გოგოლიძესთან და ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით კვიციანთან ერთად, ქალაქ ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე სადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. შესაბამის განცხადებას რუხაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში მასშტაბური სამუშოები დაიწყო, პროექტი მიზნად ისახავს რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას.