ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ირლანდია ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე უხელმძღვანელებს.
წიგნების ყდებზე იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი ვიზუალები - ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება დატანილი ქართული, ტრადიციული ღვინის დაწურვის პროცესი, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება დატანილი ელგუჯა მეძმარიაშვილის უდიდესი გამოგონება - კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრის გაშვება. იგივე კონცეფცია გავრცელდება სხვა წიგნებზე, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება.
ავიაკომპანია Flyone-მა მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
რა გადაწყვეტილებასაც ექიმები მიიღებენ, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური - ამის ზედმეტი პოლიტიზება არავის არაფერს მოუტანს, არც არასდროს მოუტანია, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
2024 წელს თუ იყო რკინიგზის წმინდა მოგება 68 მილიონი ლარი, 2025 წელს შეადგინა 145 მილიონი ლარი. 2026-28 წლებში დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა, ასევე, ავტომატიზებული სისტემების დანერგვა და ამ ყველაფრის შედეგად რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 15-დან 30 მილიონ ტონამდე.
მერაბ ტურავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერის ხელმოწერით 25 ივნისს გამოქვეყნდა.
დღეს, პარლამენტში ირაკლი კობახიძე წლიური ანგარიშით წარდგება. საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეფუძნება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ მომზადებულ ანგარიშს.