„2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის N536 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, კონდიციური საფერავის შაქრიანობის ქვედა ზღვარი 22%-დან 21%-მდე შემცირდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებები გრძელდება.
რმაციაში.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის №37-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების 1000 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე რთული ტექნიკური დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით, - ამ განცხადებით აშშ-ს საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება.
აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა.
რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ჯივიპის კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ავტომანქანამ ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია.
აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო სტანდარტის ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაიხსნა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემაში 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.