საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (თბილისის მიმართულება) წიწამურის ხევზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე დაგეგმილია გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება (დაზიანებულია რკინაბეტონის კოჭობს შორის გამონოლითების ნაკერი).
თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება.
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა. შესაბამის კადრებს ირანული მედია ავრცელებს. ყაველაშვილს თეირანის აეროპორტში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.
რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი („რესპუბლიკური პარტიიდან“) ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს.
ევროკავშირი თურქეთთან ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ტარდება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
„ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად, სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავება“ - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.