საქართველოში, ახალი არჩევნების მოთხოვნით, პროევროპული პროტესტი გრძელდება. დღეს უწყვეტი აქციების რიგით მე-17 დღეა.
როგორც არასდროს, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას.
საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა 500-კაციანი პროტესტის ფონზე, ხედავთ ახალ რიტუალს ამ აქციაზე - აქციის მონაწილეები ფეხით შედგნენ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილს აქვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უკვე პირდაპირი გაგებით ორი პარასკევი დარჩა მას, ზუსტად ორ კვირაში ტარდება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და სალომე ზურაბიშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან მივიდა და აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დასრულდა - ცესკო ხმების დათვლას იწყებს.
HR პროფესიონალები, ტრენერები და ბიზნესკონსულტანტები საერთო განცხადებას ავრცელებენ. ისინი უერთდებიან საზოგადოების ძირითად მოთხოვნებს, რომელიც საპროტესტო აქციებზე ჟღერდება უკვე ორ კვირაზე მეტია.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დედების მარში შეუერთდა.