სხვადასხვა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტები, ასევე სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები, თბილისში აქციას მართავენ.
„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს - სუბარმა ვიცე-სპიკერის პოსტი ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტით დაიკავა.
მმართველ პარტიას მოვუწოდებთ, მოახდინოს დეესკალაცია და ბოლო მოუღოს მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ ძალის სასტიკ და უკანონო გამოყენებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ვფიქრობ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე რთულ ვითარებაში ვართ, - ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
პოლიციელებისგან შორს ეს ბინძური ხელები! ამ შემთხვევაში, მე ვგულისხმობ არა მომიტინგეს, არამედ იმ ხელებს, რომელიც საცეცებივით, ასე ცუდი, ნეგატიური, ბოროტი პიარის სახით უპირისპირდება ქვეყანას და უპირისპირდება პოლიციას, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.
ყოველი ადამიანი - დიდი თუ პატარა, უნდა გაემიჯნოს ძალადობას - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთავრობის მაღალჩინოსნებისთვის სავიზო სანქციების დაწესებას ეხმიანება. პაპუაშვილის განცხადებით, სახდეპი ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან იფუჭებს ურთიერთობას, როგორიც საქართველოა.
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 109.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.6 პროცენტით მეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
2024 წლის ნოემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 6.4%-ით გაიზარდა და 685 942 ადამიანი შეადგინა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.