პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებული „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.
დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება მთავარი ნაძვის ხე, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი ხმა გესმით?!“, - ამ ლოზუნგით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ხვალ, 17 დეკემბერს საპროტესტო აქციას გამართავენ.
ის მოვლენები, რასაც ჩვენ ახლა საქართველოში ვხედავთ, არ მიდის იმ მიმართულებით, საითაც კანდიდატი ქვეყნები უნდა მიდიოდნენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოში სიტუაცია განიმუხტოს და დიალოგი აღდგეს.
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
გვქონდა დისკუსიები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ 27 დემოკრატია საკუთარი იდეებით, ასე რომ დრო სჭირდება, მაგრამ დიახ, ჩვენ შევთავაზეთ ამ ადამიანების სია, სანქციები ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ან რეალურად იყენებენ ძალას და ძალადობას ოპოზიციის მიმართ, - ამის შესახებ კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში ბევრი ავი რამ გვინახავს, თუმცა პირველად ვართ მომსწრე, რომ მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას სისხლისღვრით ემუქრება - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
სუს-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველომ განაგრძო ურყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით.
სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიმართ სანქციების დაწესებას ეხმაურებიან.