აქ ვარ და აქ ვიქნები, არსად არ მივდივარ, იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები უკვე მე-16 დღეა, ყოველდღიურად გამოდიან და მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
“ქართულმა ოცნებამ” ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციური ვალდებულება გათელა და ევროპულ მისწრაფებებს უღალატა. ამის შესახებ ერთობლივ წერილს შვიდი ევროპარლამენტარი აქვეყნებს, რომლებიც 12 დეკემბერს ვიზიტით თბილისში იმყოფებოდნენ.
პაროდიაა ის, რაც ხვალ პარლამენტში მოხდება - ეს იქნება ღონისძიება, რომელიც მთლიანად მოკლებულია ლეგიტიმაციას, არის არაკონსტიტუციური და არალეგიტიმური! - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი 14 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნებს.
დღეს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
მე-11 მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის გახსნამდე - თებერვლის პირველ სამშაბათამდე აღარ შეიკრიბება.
IPM კვლევებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებიც აჩვენებს, რომ მოსახლეობის 65% უჭერს მხარს საპროტესტო აქციებს, 28% მხარს არ უჭერს, ხოლო 7%-მა არ იცის ან უარს ამბობს, შესაბამის კითხვაზე პასუხი გასცეს.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეკრება მანიფესტაციების დროს სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა აიკრძალა.