www.freebusiness.ge-ის დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პლატფორმაზე 862 ბიზნესის განცხადებაა შესული.
400-ს გადასცდა თავისუფალი ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა. უფრო კონკრეტულად, განცხადებას ამ დროისთვის ხელს 415 ბიზნესი აწერს.
თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
დღეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია.
რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აინთო და დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო.
საპენსიო სააგენტოს განცხადებით, 2024 წლის დეკემბრიდან მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ, თანამდებობა დატოვა.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ნოემბრის განმავლობაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 262.4 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით 10 ლარით, ანუ 4%-ით მეტია.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ , - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.