გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 თებერვალს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ამის შესახებ აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.
არ მჯერა, რომ ზელენსკის დიქტატორს დავუძახებდი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს“.
4 მარტს მექსიკისა და კანადის მიმართ ტარიფები შევა ძალაში, ხოლო ჩინეთისთვის კიდევ 10%-ით აიწევს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ის პირად გვერდზე წერს.
„როგორც საერთაშორისო, ისე შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უზრუნველყოფილია. ასევე, ინტენსიურად და უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ტექნიკა უკვე მუნიციპალურ გზებზე,“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად შექმნილი გამოწვევების შეფასებისას.
„სელფი მობაილის“ კომერციული დირექტორი, მარიამ კოპაძე მსოფლიო მობილურ კონგრესზე (Mobile World Congress) Vodafone-ის V-Talk სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
გურიაში, მოსახლეობა იქნება უზრუნველყოფილი სურსათით და აუცილებელი მედიკამენტებით - რეგიონში, დაახლოებით, 10 000 ერთეული პაკეტი ჩამოვა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
26 თებერვალს რეიკიავიკში, საქართველოსა და ისლანდიას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
იმერეთში ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება 103 სოფელი. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ხარაგაულის მაღალმთიან ზონაში, სადაც თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა.