
4 მარტს მექსიკისა და კანადის მიმართ ტარიფები შევა ძალაში, ხოლო ჩინეთისთვის კიდევ 10%-ით აიწევს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ის პირად გვერდზე წერს.
“ნარკოტიკები ჯერ კიდევ შემოედინება ჩვენს ქვეყანაში მექსიკიდან და კანადიდან ძალიან მაღალ და მიუღებელ დონეზე. ამ ნარკოტიკების დიდი წილი, მათგან უმეტესობა ფენტანილის ფორმით, მზადდება და მარაგდება ჩინეთის მიერ…
არ შეგვიძლია ამ უბედურებას საშუალება მივცეთ გააგრძელოს აშშ-ის დაზიანება და, შესაბამისად, სანამ ის არ გაჩერდება ან სერიოზულად არ შეიზღუდება, შემოთავაზებული ტარიფები, რომელთა ძალაში შესვლა 4 მარტს არის დაგეგმილი, ძალაში შევა, როგორც დაგეგმილია. ჩინეთს ასევე დაეკისრება დამატებითი 10% ტარიფი იმავე თარიღში”, - წერს ტრამპი.