
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ 603 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამოფენას An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები, ARCH+-თან თანამშრომლობით.

20-22 ნოემბერს, 5 მარეგულირებელი უწყების - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ63 (ანდეზიტი-ღადო) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დღევანდელ შეკრებაზე ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

საქართველოს თუ უნდა, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და რამდენიმე შტატმა ადრეული ხმის მიცემის პროცესში აქტივობის რეკორდი დაამყარა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში სატრანსპორტო საშუალებებით, კერძოდ ავტობუსებით არაექსკლუზიური უფლებით მოემსახუროს მგზავრებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე.