ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ნოემბრის გამოკითხვის შეჯამებულ შედეგებს აქვეყნებს.
ევროკავშირის საბჭო საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, „სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას და მიიღონ დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებს” შეესაბამება.
ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
შოთა არველაძემ აქციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უსმენს და არ ელაპარაკება ხალხს, როცა ორი კვირაა, ვიმეორებთ, რომ მზად ვიყავით ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის საჯარო ფორმატში საჯარო დისკუსიისთვის, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახლა სტრასბურგში მოემგზავრება, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.
როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, მაშინვე თვითონ დაიწყო ლარის კურსმაც გამყარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დაგვიმტკიცონ, კარგია თუ არა, რომ კაცი მიდის სამოქალაქო რეესტრში და უცბად შეუძლია ქალად გადაკეთდეს - ვიღაცას, მაგალითად საჯარო მოხელეებს, აუკრძალონ ტერმინების, ქალის და კაცის გამოყენება, ეს ნორმალურია? ჯანსაღია? თუ ეს ჯანსაღია, დაგვიმტკიცონ და შევცვლით ყველაფერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ბიზნესის თავისუფლება იქნება სრულად უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიზნესკომპანიების განცხადებების შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.