თბილისში, დღეს - 5 მარტს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ქვეყანა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე მივიდეს, რათა მდგრად მშვიდობას დაუახლოვდეს.
ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი და ვფიქრობ, ჩვენ მას მივიღებთ - ასე თუ ისე, ჩვენ მას მივიღებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კანადა საპასუხო ტარიფებს შემოიღებს აშშ-ის წინააღმდეგ. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადის მიერ აშშ-ის წინააღმდეგ ტარიფების შემოღება საპასუხოდ კანადისთვის ტარიფების გაორმაგებას გამოიწვევს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო.
“ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ ერთხელ შეიცვალა.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარასკევს თეთრ სახლში შეხვედრა ისე არ „წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო“ და „გამოსწორების დროა“.
პარლამენტმა, 83 ხმით, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში “სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნებას მხარი დაუჭირა.
სოციალური ქსელები დღეს ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და ძალიან კარგი იქნება, ამ სფეროში რეგულირებაზეც დავიწყოთ მუშაობა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას პლენარულ სხდომაზე განაცხადა.